სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი (საბაუნი)
ეს კათოლიკური საუნივერსიტეტო დაწესებულება ატარებს ცნობილი კათოლიკე სწავლულის, დიპლომატისა და მწერლის სახელს. სულხან საბა-ორბელიანი ეროვნული მასშტაბის გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც, ამავე დროს, დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
საბაუნი 2002 წელს დაარსდა ქ. თბილისში კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ეპისკოპოსის, მონს. ჯუზეპე პაზოტოს მიერ. უნივერსიტეტის მისიაა შექმნას აკადემიური სწავლების გარემო, დამყარებული ადამიანის ღირსებისა თავისუფლების პრინციპებზე, რათა უკეთ ემსახუროს საზოგადოებას.
უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ თეოლოგია, ისტორია, ეკონომიკა, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და კულტურული ტურიზმი. უნივერსიტეტის დიპლომი აღიარებულია ეროვნულ და საერთშორისო დონეზე.