პაპი ფრანცისკე (ხორხე მარიო ბერგოლიო) დაიბადა ქ. ბუენოს აირესში, 1936 წლის 17 დეკემბერს; მღვდლად ხელდასხმულ იქნა იეზუიტთა ორდენში, 1969 წლის 13 დეკემბერს; 1992 წლის 20 მაისს არჩეულ იქნა აუკას ტიტულარულ ეპისკოპოსად, ხოლო ეპისკოპოსად მისი ხელდასხმა მოხდა 1992 წლის 27 ივნისს; 1997 წლის 3 ივნისს დაწინაურებულ ბუენოს აირესის მთავარეპისკოპოსის კოადიუტორად; 1998 წლის 28 თებერვალს კი გახდა ბუენოს აირესის მთავარეპისკოპოსი. კარდინალად გამორჩეულ იქნა 2001 წლის 21 თებერვლის კონსისტორიუმზე; პაპად არჩეულ იქნა 2013 წლის 13 მარტს და მისი, როგორც ეკლესიის საყოველთაო მწყემსის მსახურება საზეიმოდ დაიწყო 2013 წლის 19 მარტს. ტიტულები: რომის ეპისკოპოსი, იესო ქრისტეს ვიკარიუსი, მოციქულთა წინამძღვრის მემკვიდრე, მსოფლიო ეკლესიის უმაღლესი პონტიფექსი, იტალიის პრიმასი, რომის პროვინციის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, ღმრთის მსახურთა მსახური.