საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ოფიციალურად 1994 წლის 3 ნოემბერს კათოლიკურმა ეკლესიამ დაარსა. ორგანიზაცია საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას ემსახურება, ხელს უწყობს ქვეყანაში ქველმოქმედებისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.
საქველმოქმედო ფონდის მისიაა საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარება და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებით და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.
საქართველოს კარიტასმა დაარსების დღიდან მრავალი პროექტი განახორციელა, რათა დახმარებოდა ყველაზე მოწყვლად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს: მარტოხელა, უმწეო მოხუცებს; მზრუნველობამოკლებულ და უსახლკარო ბავშვებს; სნეულებს და ხეიბრებს; იმედგაცრუებულებს და რწმენადაკარგულებს; ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს, განურჩევლად მათი სქესის, ეროვნების თუ რელიგიური კუთვნილებისა.
საქართველოს კარიტასი დასახული მიზნების მისაღწევად, შემდეგ პროგრამებს ახორციელებს:
საქართველოს კარიტასი 1998 წლიდან გახდა „კარიტას ევროპას” (Caritas Europa) და „კარიტას ინტერნაციონალისის” (Caritas Internationalis) მსოფლიო კონფედერაციის წევრი. საერთაშორისო კარიტასი შედგება 160 წევრისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეხმარებიან გასაჭირში მყოფ ადამიანებს.