რომის სამოციქულო საყდრის ურთიერთობები სომეხ და ქართველ ხალხებთან ძველი დროიდან იღებს სათავეს. თანამედროვე დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკასთან დაიწყო მათ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1991 წ.). ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა წმიდა საყდარმა ოფიციალურად სცნო 1992 წლის 23 მაისს. მანვე მსოფლოში ერთ-ერთმა პირველმა დააარსა მუდმივი დიპლომატიური მისია სამხრეთ კავკასიაში. პაპები, იოანე პავლე II და ფრანცისკე ეწვივნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. გარდა ამისა, ამ წლების მანძილზე განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი. წმიდა საყდარი მუდამ იმაღლებდა ხმას საერთაშორისო ფორუმებზე, ქვეყნების სუვერენიტეტის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების, მშვიდობის, განვითარების, ადამიანის ღირსების, საერთშორისო წესრიგისა და ქრისტიანული ფასეულობების მხარდასაჭერად.