წმიდა საყდრის სადესპანო, რეზიდენციით ქ. თბილისში, გახლავთ წმიდა საყდრის დიპლომატიური მისია, რომელიც წარმართავს ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკასთან. მას ხელმძღვანელობს წმიდა საყდრის დესპანი (ნუნციუსი), რომელსაც, საერთშორისო შეთანხმების თანახმად აქვს ელჩის რანგი. ამავე დროს, მას აქვს კათოლიკური აეკლესიის არქიეპისკოპოსის საეკლესიო რანგი. ნუნციუსი დე იურე გახლავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენი. ნუნციუსის მისიაა წარმართოს კავშირები წმიდა საყდარსა და მაკრედიტებელ სახელმწიფოს შორის, რათა ხელი შეეწყოს ორმხრივ ურთიერთობებს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ადამიანის პიროვნულ ღირსებასა და ქრისტიანულ ფასეულობებს. ნუნციუსი გახლავთ პაპის მუდმივი წარმომადგენელი სომხურ სამოციქულო და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მის ოფისს აქვს მაკავშირებელი ფუნქცია ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელიც რეგიონში წარმოდგენილია სამი – სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესით.