დაიბადა კონვერსანოში (ბარი), იტალია, 1970 წლის 12 ნოემბერს. სწავლობდა “Pontificio Seminario Maggiore”-სა და “ Pontificia Università Gregoriana”–ში (1988-1994), რის შემდეგაც, 1994 წლის 12 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მღვდლად. მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიასა (1990) და თეოლოგიაში (1993), დიპლომი ლიტურგიულ თეოლოგიაში (1995), დაამთავრა დოქტორანტურა კანონიკური სამართლის სფეროში (2000) და პაპის საეკლესიო აკადემია (2003).
იყო სამრევლო ვიკარიუსი კასტელანა გროტეში და ქორწინების დამცველი პულიას რეგიონულ საეკლესიო სასამართლოში. 2003 წელს შევიდა წმიდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში – მუშაობდა ურუგვაიში, პოლონეთში, სახელმწიფო სამდივნოში (ვატიკანი), იტალიასა და სან-მარინოში. 2019 წლის იანვრიდან არის საქართველოსა და სომხეთში წმიდა საყდრის სადესპანოს მრჩეველი.