ასირიულ-ქალდეური მისია საქართველოში დაარსდა 1995 წლის მაისში, საქართველოში წმიდა საყდრის დესპანის, მისი აღმატებულება არქიეპისკოპოს ჟან-პოლ გობელის მხარდაჭერით და მისი უწმიდესობის, ბაბილონის ქალდეური პატრიარქის, მარ რაფაელ I ბიდავიდის, ამერიკის შეერთებული შტატების წმ. თომა მოციქულის კათოლიკური ეპარქიის დამსახურებული ეპისკოპოსის, მეუფე მარ იბრაჰიმ ნ. იბრაჰიმის და საქართველოში ასირიულ-ქალდეური მისიის წინამძღვრის, პატივცემული ბენი ბეთ იადგარის თანხმობით.
მისიის მიზანია მხარი დაუჭიროს და განავითაროს ძველი ქრისტიანული ტრადიციები მორწმუნეებისა, რომელთაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არაერთი სირთულის გადალახვა მოუხდათ. მისია წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ასირიელი და ქალდეური ერების წარმომდგენელთა გამაერთიანებელ ცენტრს. იგი თავის წევრებს სთავაზობს სივრცეს წმინდა ლიტურგიისა და თემის შეკრებათა ჩასატარებლად. მისია აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობასა და უფრო იმედიანი მსოფლიოს აშენების საქმეში.