პაპი ფრანცისკეს ენციკლიკური წერილი “Laudato si’ ”, დათარიღებული 2015 წლის 25 მაისით, ოფიციალურად გამოქვეყნდა 5 წლის წინ, 2015 წლის 18 ივნისს. წმინდა წერილითა და, განსაკუთრებით, მე-13 საუკუნის წმინდანის, ფრანცისკე ასიზელის „ქება მზისა“-თი (ან „ქება შექმნილისა“-თი) შთაგონებული ეკლესია დიდი ხანია ერთგულობს პასუხისმგებლობისა და სუბსიდიარობის პრინციპს. ამ ენციკლიკური წერილით პაპ ფრანცისკეს სურდა ეკლესიისა და კეთილი ნების ადამიანებისთვის შეეხსენებინა, რომ კაცობრიობის ცალკეული ჯგუფები ერთიერთმანეთზე, ხოლო მთელი კაცობრიობა იმ პლანეტაზეა დამოკიდებული, რომელზეც ყველა ჩვენგანი ცხოვრობს.
“Laudato si’ ”- ში პაპი ფრანცისკე დიდწილად იზიარებს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე I-ის ნააზრევს. განიხილავს რა პატრიარქის გამონათქვამებს და აანალიზებს რა თანამედროვე ადამიანის ყოფასთან დაკავშირებულ ვითარებას, პაპი მოგვიწოდებს იდეოლოგიური პოზიციებისგან თავისუფალი და ჩვენი არსებობის ძირეულ საკითხებზე კონცენტრირებული უფრო ღრმა დიალოგისკენ.
ენციკლიკა გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების კონფერენციის წინ, რომელიც მიეძღვნა ფინანსური რესურსების სათანადოდ გამოყენებას მდგრადი განვითარებისა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისთვის. ენციკლიკა მყისვე იქცა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, განხილულ, ციტირებულ და გამოქვეყნებულ საეკლესიო დოკუმენტად.
მადლობას მოვახსენებთ თბილისის „საბას“ უნივერსიტეტს და ყველა იმ პირს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა პაპის ენციკლიკის ქართულ ენაზე მომზადებაში. მადლობა.