- 2 ნოემბერი 2020
- admin
- 0 Comments
- Senza categoria
ყველა წმინდანის დღე 2020, კატაკომბები, „წმინდა გიკები“ და ნეტარებანი
საქართველოში ჩატარებული არჩევნების მომდევნო დღეს, ჩვენ, არეულ-დარეული მსოფლიოს მკვდირნი, საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ომისა და დაუსრულებელი კორონაპანდემიის პირობებში, ვზეიმობთ ყველა წმინდანის დღესასწაულს.
მოდით, გავიხსენოთ სხვა დრო, 609 წელი, როცა პირველად იზეიმეს ყველა წმინდანის დღე. უძველეს დროში, რომის ქრისტიანულ ეკლესიაში, ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშით, ქრისტიანები თავიან რწმენას ფარულად, სიბნელეში, მიწისქვეშა კატაკომბებში ლოცვით აღასრულებდნენ. კატაკომბებში დაკრძალული იყო საზოგადოების ყველა ფენიდან გამოსული უამრავი მორწმუნე, წამებული, წმინდა მოძღვარი თუ წმინდანი.
ამგვარი კატაკომბები უამრავი იყო. ზოგიერთი მათგანი ორ, სამ და ოთხსართულიანი გახლდათ და რამდენიმე კილომეტრის სიგრძისა იყო. შეფუთული წმინდა ნაწილები მიწისქვეშა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვებსა და არსებულ დამტვერილ თაროებზე იყო დასვენებული. აი, აქ მოდიოდნენ ქრისტიანები და წმინდანთა ნაწილებით გარშემორტყმულ, და მბჟუტავი შუქით განათებულ სამლოცველოებში ღვთისმოშიშობით აღასრულებდნენ საკუთარ რწმენას. ამ დროს მორწმუნეებს მათი მეოხი წმინდანების მაგალითი ედგათ თვალწინ.
314 წელს, მილანის ედიქტით, იმპერატორმა კონსტანტინემ დაადგინა რელიგიის თავისუფლება მთელ იმპერიაში, რამაც ქრისტიანებს საშუალება მისცა თავისუფლად და უსაფრთხოდ აღესრულებინათ თავიანთი რწმენა. რომის ცენტრში მდებარე პანთეონი, ქალაქის ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. ყველა წმინდანის დღე კი პირველად 609 წელს იზეიმეს რომის პანთეონში.
წმინდანთა ნაწილები დამალული კატაკომბებიდან საზეიმოდ იქნა გადატანილი პანთეონში, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიად გადაიქცა ყველა წამებულისა და წმინდანის ჩვენი ქალბატონის მფარველობის ქვეშ. პანთეონი, როგორც ამაზე მისივე სახელი მეტყველებს, „ყველა ღვთაებისადმი“ მიძღვნილი წარმართული ტაძარი გახლდათ. ახლა იგი მხოლოდ ერთი ღმერთისადმი, წმინდანთა და მოწამეთა დასის უფლისადმი მიძღვნილ ქრისტიანულ ეკლესიად იქცა. მორწმუნენი მხოლოდ ცნობილ წმინდანების კი არა, ადამიანისთვის უცნობი და მხოლოდ ღმერთისთვის ნაცნობი წმინდანების დღესაც ზეიმობდნენ.
მართლაც, როცა წმინდა ლიტურგიაზე ვიკრიბებით, წმინდა წერილისა და ტრადიციის თანახმად, ვიცით, რომ ღმერთი თავისი სიდიადით ჩვენს შორისაა: „სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.“ (მათე 18:15-20). შენსა და ჩემს გარეთ კი ეკლესია წმინდანთა და ანგელოზთა ზეციური დასითაა სავსე. ჩვენი მორწმუნე წინაპრები ჩვენთვის ლოცულობენ. აკი წმინდა იოანეც გვეუბნება პირველ საკითხავში: „…შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.…“ (გამ. 7: 2-4, 9-14)
ასეთია იოანეს ხილვა ზეცისა, რომელსაც ლიტურგიული მსახურება რეალობად აქცევს, რამეთუ ევქარისტიის შუაგულში თვით ქრისტეა. ჩვენ ვსაუბრობთ ურიცხვ ხალხზე – წმინდანებზე, რომლებიც ჩვენზე ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მათ თავიანთ ცხოვრებაში ნათელი არჩევანი გააკეთეს – გაჰყვნენ ქრისტეს და მისი მოწოდებისამებრ ცხოვრებდნენ. ქრისტე ჩვენც მოგვიწოდებს, რომ ავირჩიოთ იგი და მივყვეთ მას.
წმ. თომა აკვინელი ამბობს:“ზეცაში რომ ავიდეთ, უნდა გვინდოდეს, უნდა გვსურდეს, უნდა ავირჩიოთ ეს…“. ყველა წმინდანის დღის ლიტურგიურ სახარებას ნეტარებათა სახარებას უწოდებენ. ეს სრულყოფილი შეჯამებაა ქრისტიანის ცხოვრებისა, ის, რისკენაც ქრისტე მოგვიწოდებს და რის გაკეთებასაც ჩვენგან ითხოვს. სახარება ხომ ასე გასხვავდება ამქვეყნიური საქმეებისგან.
ზეციურ სამეფოში ნეტარნი იმყოფებიან – გლახაკნი სულითა; სხვებზე მზრუნველნი და მათ გასაჭირზე მგლოვიარენი; თვინიერნი, წმინდანი გულითა, ტანჯულნი, მშიერ-მწყურვალნი, მშვიდობისმყოფელნი, ქრისტესთვის დევნილნი. (მათე 5: 1-12)
ღვთის მოწოდება არც რაიმე უცნაურია და არც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. წმინდანებიც ყოველთვის სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის, პროფესიის, ასაკის, კულტურისა და რასისანი იყვნენ. ჩვენი ადამიანური ბუნება ხომ თავის შემოქმედთან – ღმერთთან დაბრუნებას ლამობს.
ერთ-ერთი ასეთი ახლად შერაცხული ნეტარი გახლდათ ახალგაზრდა „კომპიუტერის ფანატი“, დღეს რომ „გიკებს“ უწოდებენ! იგი სულ 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2006 წელს. მას კარლო აკუტისი ერქვა. იგი დაიბადა ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში, არცთუისე რელიგიური მშობლების ოჯახში. გაიზარდა მილანში, იტალიაში. მისთვის ძალიან ძვირფასი იყო რწმენა, ლოცვა და, განსაკუთრებით, ნეტართა ევქარისტია. იგი მხარს უჭერდა თავის თანატოლებს – დაშორებული მშობლების შვილებს, ფიზიკურად ინვალიდ ახალგაზრდებს და იცავდა მათ ბულინგისგან, მოხალისეობივად ედგა მხარში უსახლკარო ადამიანებს.
მას უყვარდა ფილმების ნახვა, კომიკსების კითხვა, თავისი ფლეისთეიშენის სმენა და წმინდა ადგილების მოლოცვა. 11 წლის ასაკში, კარლო აკუტისმა შექმნა ვებ საიტი, რომელიც მთელ მსოფლიოში ევქარისტული სასწაულების კატალოგიზებას ახდენდა.
კარლო აკუტისი დაავადდა ლეიკემიით, რის შედეგადაც გარდაიცვალა. იგი ტკივილით იტანჯებოდა და ეს ტანჯვა მან პაპსა და მსოფლიო ეკლესიას მიუძღვნა. როცა მის ტკივილზე ეკითხებოდნენ, პასუხობდა – უამრავი ადამიანი ჩემზე მეტად იტანჯებაო. მან დიდი რწმენით იცოცხლა და მოკვდა. იგი 2006 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა. ეს სათნო „გიკი“, მისივე სურვილისამებრ, ასიზიში დაკრძალეს.
ყველა წმინდანის დღე შეგვახსენებს, რომ სულ ერთია ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, საიდან ვართ, რა ცხოვრებისეულ ეტაპზე ვართ, რომელ ისტორიულ ხანაში ვცხოვრობთ – ღმერთი ყველა ჩვეგანისგან ითხოვს გავყვეთ მას.
დიახ, საქართველოში ჩატარებული არჩევნებით გამოწვეული გაურკვევლობის, საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კატასტროფული ომისა და კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ფიზიკური თუ ემოციური უბედურებების ფონზე… ჩვენ ყველა წმინდანის დღეს ვზეიმობთ.
დღეს ჩვენ არჩევნის გასაკეთებლად გვიხმობენ – ვიაროთ წინ, გავყვეთ ქრისტეს და ჩვენი ეპოქის კატაკომბებში ყოფნის დროსაც გვახსოვდეს, რომ წმინდანთა მეოხება უფრო მეტია… ვიცხოვროთ ქრისტეს ნეტარებაში….