დაიბადა ქ. ველაშში, აზორის კუნძულებზე, პორტუგალიაში, 1962 წლის 23 მაისს. ბავშვობაში, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ქ. ოტავაში, კანადა.
1985 წელს დაამთავრა ოტავის უნივერსიტეტი ლიტერატურის განხრით. მიიღო თეოლოგის დიპლომი წმ. პავლეს სახელობის უნივერსიტეტში (ოტავა, 1993), მოიპოვა საეკლესიო სამართალის დოქტორის ხარისხი პონტიფიკურ გრეგორიანულ უნივერსიტეტში (რომი 1999), დაამთავრა პონტიფიკური საეკლესიო აკადემია (რომი, 1999).
მღვდლად ხელდასხმულ იქნა 1993 წლის 29 მაისს და გამწესებულ იქნა ოტავის არქიეპარქიაში. მიიღო კანადის სამეფო ფლოტის ოფიცრის წოდება და მსახურობდა „Governor General Foot Guards“-ში (ოტავა). მონაწილეობდა პასტორალურ საქმიანობაში წმინდა მაცხოვრის ეკლესიაში (კანატა, ოტავის გარეუბანი), წმ. უფალ ქრისტეს ეკლესიაში (ოტავა) და, რომში ყოფნის დროს, წმ. რობერტო ბელარმინოს ეკლესიაში (პარიოლი).
წმიდა საყდრის დიპლომატიურ სამსახუში შევიდა 1999 წელს. მუშაობდა წმიდა საყდრის სადეპანოში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში (ქ. კინშასა). 2002 წელს გადაყვანილ იქნა ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობის განყოფილებაში. მუშაობდა პაპ ბენედიქტე XVI-ს პროტოკოლის სამსახურში, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა 2012 წელს.
არის არაერთი გამოქვეყნებული შრომის, სტატიისა თუ ნარკვევის ავტორი, მათ შორის: “A condicão do Ilhéu: natureza, povo e religiosidade” (Condicão do Ilhéu, 2017, Lisbona), “The Imprimatur”: Ecclesial Tradition, Canonical Basis and Contemporary Function” (1999, Roma). მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები.
2018 წლის 26 თებერვალს პაპ ფრანცისკეს მიერ დანიშნულ იქნა წმიდა საყდრის დესპანად და ამაღლებულ იქნა Aemiensis seu Civitatis Novae-ს ტიტულარული არქიეპისკოპოსის ხარისხში. 2018 წლის 1 მარტს დაინიშნა წმიდა საყდრის დესპანად სომხეთის რესპუბლიკაში, ხოლო იმავე წლის 8 მარტს საქართველოში.