კათოლიკური უმაღლესი სასწავლებელი ატარებს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიპლომატის, მწერლისა და საეკლესიო პირის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს.
უნივერსიტეტი დაარსდა 2001 წელს კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს მიერ. უნივერსიტეტის მისიაა, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით, კულტურათა და თაობათა დაახლოებისა და საზოგადოების განვითარების მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოს სწავლა, სწავლება და კვლევა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
უნივერსიტეტი ავტორიზებულია და ყველა მისი პროგრამა აკრედიტებულია სახელმწიფოს მიერ.
საბაუნი ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქსელებსა და გაერთიანებებში.