თქვენო აღმატებულებავ,
Covid-19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიური კრიზისის თანდათანობით და განუხრელად უკანდახევასთან ერთად, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ საზოგადოებას სურს განაცხადოს, თუ რაოდენ აფასებს ქვეყნის ხელისუფლებისა და, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კრიზისის ყველაზე მძიმე პერიოდებში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გაღებულ ძალისხმევას. მათ მიერ დიპლომატიური საზოგადოებისადმი გამოჩენილმა ყურადღებამ ძალა და შესაძლებლობა მოგვცა გაგვეგრძელებინა მუშაობა და იმედიანად დავლოდებოდით ტრაგიკული მსოფლიო კრიზისის დასრულებას. მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, თუმცა გვიჭირს სიტყვებით სრულად გადმოვცეთ მადლიერების გრძნობა ჩვენდამი გამოჩენილი მზრუნველობისა და პროფესიული თავდადების გამო.
დიპლომატიური კორპუსი მადლობას მოახსენებს ქვეყნის მთავრობას – მინისტრებს, მათ მოადგილეებსა და თანამშრომლებს სამაგალითო გულმოდგინების, მოთმინებისა და მეგობრული დამოკიდებულებისთვის.
იმედი გვაქვს, მალე შევხვდებით მათ, რათა პირადად გამოვხატოთ ჩვენი მათდამი უღრმესი პატივისცემა და მადლიერება.
პატივისცემით,
+ ჟოზე ა. ბეტანკური
წმიდა საყდრის დესპანი
დიპლომატიური კორპუსის დუაიენი