Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართული
    • ქართული
    • Italiano
    • English
  • Facebook
  • Instagram
  • 15 ოქტომბერი 2020
  • admin
  • 0 Comments
  • Senza categoria

წმიდა საყდრის სადესპანოს განცხადება

წმიდა საყდრის სადესპანოს განცხადება

პაპი ფრანცისკეს მოწოდებისა და ლოცვის შესახებ

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასთან დაკავშირებით

 

პაპ ფრანცისკეს, სხვადასხვა დროს, არაერთი მიმართვა გაუკეთებია და მოუწოდებია ლოცვისკენ სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. პაპი ფრანცისკე და წმიდა საყდარი ძალისხმევას არ იშურებენ მშვიდობის მხარდასაჭერად.  წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოსა და სომხეთში დაუყოვნებლივ აქვეყნებს ამგვარ მიმართვებს თავის ვებ საიტზე, ფეისბუქსა და ტვიტერზე  (იხ. მიმართვები www.vaticange.org ).

პაპის სამშვიდობო მიმართვები და ლოცვები მუდამ მოწონებას პოვებდა საერთაშორისო საზოგადოებაში, საქართველოსა და სომხეთის კათოლიკურ იერარქიაში, მთელ მსოფლიოში მოქმედ კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციაში, კეთილი ნების ყველა ადამიანში.     

ა.წ. 11 ოქტომბერს, სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა შემდეგი:  „მოხარული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მოსაზრებებით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რასაც, იმედია, არსებითი სამშვიდობო შეთანხმება მოჰყვება. მიუხედავად ზავის სიმყიფისა, მოვუწოდებ მხარეებს მისი განახლებისკენ და ვიზიარებ ადამიანური მსხვერპლით, ტანჯვა-ვაებითა და საცხოვრებელ თუ საკულტო ნაგებობათა ნგრევით გამოწვეულ გულისტკივილს. ვლოცულობ და მოგიწოდებთ ილოცოთ დაღუპულთა და საფრთხის წინაშე მყოფთათვის. (იხ. მიმართვა https://bit.ly/35cCU0X და https://bit.ly/378GsDM )

 

სამწუხაროდ, მისი უწმიდესობის ნათელი, არაორაზროვანი და თანმიმდევრული სამშვიდობო გზავნილი დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი და, ზოგ შემთხვევაში, გავრცელებულიც, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. 

 

წმიდა საყდრის სადესპანო იმედოვნებს, რომ პაპი ფრანცისკეს გზავნილი, მისი ღრმა შეშფოთება და ლოცვისკენ მოწოდება შეუერთდება იმ უამრავი ადამიანის ძალისხმევას, რომლებიც იღწვიან მშვიდობის დასამყარებლად სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის.

 

                                                                   თბილისი, 15 ოქტომბერი, 2020

Prev PostFORMULA– ს დირექტორის, ბ-ნი ზურაბ გუმბარიძის ბოდიში
Next Postხელოვნების მფარველი

ბოლო ჩანაწერები

  • პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავი (2016 წლის 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი)
  • ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
  • საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს კომუნიკე
  • ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
Copyright 2022, All rights reserved.