Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართულიქართული
    • ქართულიქართული
    • ItalianoItaliano
    • EnglishEnglish
  • Facebook
  • Instagram
  • 28 დეკემბერი 2019
  • admin
  • 0 Comments
  • eventsgeo

კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოში

პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი სტუმრობს საქართველოს ახალი 2020 წლის წინადღეს

2019 წლის 27-30 დეკემბერს საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად სტუმრობდა პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი პიეტრო პაროლინი. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა საქართველოს ხელისუფალთ, რათა განეხილა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და ეროვნული თუ საერთაშორისო პრობლემები. წმიდა საყდარი იმ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის იყო, რომლებმაც სხვებზე უწინ სცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და რეზიდენციული საელჩოები გახსნეს თბილისში (წიდა საყდრის სადესპანო). 2019 -2020 წლებში წმიდა საყდარი და საქართველო მნიშვნელოვან თარიღებს ზეიმობენ, განსაკუთრებით, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ყოფნასთან დაკავშირებით. კერძოდ, კარდინალმა პაროლინმა იზეიმა სამხრეთ კავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის დაარსების 25 წლისთავი; კალკუტელი დედა ტერეზას „სიყვარულის მისიონერთა“ საქართველოში ჩამოსვლის 30 წლისთავი; „საქართველოს კარიტასის“ დაარსების და სტიგმატელ მამათა ჩამოსვლის 25 წლისთავი. აღინიშნა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც: კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის ვატიკანში ისტორიული ვიზიტის 40 წლისთავი; პაპი იოანე პავლე II-ის თბილისში ისტორიული ვიზიტის 20 წლისთავი; შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საზოგადოება „კიდობნის“ („შუქი და რწმენა“) დაარსების 25 და თბილისის მარ შიმონ ბარ საბაეს სახელობის ასირიულ-ქალდეური წესის კათოლიკური ეკლესიის გახსნის 10 წლისთავი. კარდინალი ესტუმრა კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა ინსტიტუტებს და შეხვდა საქართველოში არსებული სამი კათოლიკური წესის –  სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესის წარმომადგენლებს. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და სინოდის სხვა წევრებთან შეხვედრა გახლავთ გამოხატულება კათოლიკურ ეკლესიასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა. ვიზიტის განმავლობაში სახელმწიფო მდივანმა მოინახულა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი. კარდინალი პაროლინი პირველად სტუმრობდა საქართველოს. იგი გახლდათ წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილე  2008 წლის კონფლიქტის დროს, როცა პაპმა და წმიდა საყდარმა არაერთი ინიციატივა განახორციელეს  საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოში მშვიდობისა და ქვეყნის  ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.




Prev Postშეხვედრის სურვილი
Next Postდიპლომატიური კორპუსის დუაიენის შეხვედრა ორბელიანის საპრეზიდენტო სასახლეში

ბოლო ჩანაწერები

  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
  • მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობის, კარდინალ კოხის მისალმება
  • კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის და პაპ ფრანცისკეს ძმური ამბორი მსოფლიოში მშვიდობისთვის.
  • წმიდა საყდრის რეზდენტული დიპლომატიური მისია თბილისში
  • წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი (1992- 2022)

Copyright 2022, All rights reserved.