Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართული
    • ქართული
    • Italiano
    • English
  • Facebook
  • Instagram
  • 25 სექტემბერი 2020
  • admin
  • 0 Comments
  • Senza categoria

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი განიხილავენ აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს

სახელგანთქმული აკადემიკოსის, სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადების 125 წლისთავთან დაკავშირებით, წმიდა საყდრის დესპანი, მისი აღმატებულება მონს. ჟოზე ბეტანკური შეხვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს. აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე ამ პრესტიჟული დაწესებულების პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2013 წელს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაარსდა 1941 წელს და აერთიანებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებში მოღვაწე ცნობილ აკადემიკოსებს. აკადემია წარმართავს და ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევებს საქართველოში, ამყარებს ურთიერთობებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან.     

 

           წმიდა საყდრის დესპანმა, მონს. ჟოზე ბეტანკურმა და აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ განიხილეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობა, მისი ძალისხმევა გააერთიანოს ქართველი მეცნიერები და წარმართოს კვლევითი სამუშაოები სამეცნიერო დაწესებულებებისა და ცენტრების  მეშვეობით. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავის შეკრებებზე განიხილავს ქვეყნისა და მეცნიერული პროგრესისთვის საჭირბოროტო თემებს, რომელიც ძალზე საინტერესოა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანისთვისაც.  

 

წმიდა საყდრის დესპანმა ისაუბრა გაცვლების საჭიროებაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ვატიკანის სოციალურ მეცნიერებათა პონტიფიკურ აკადემიას შორის, რომელიც დაარსებულია 1603 წელს და რომლის რიგებშიც ნობელის პრემიის არაერთი ლაურეატია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამგვარი ურთიერთობები ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა.    

 

       სახელგანთქმული კათოლიკე მეცნიერის, დიდი ისტორიკოსის და ფილოლოგის, სიმონ ყაუხჩიშვილის (1895-1981) იუბილის აღნიშვნით პატივს მივაგებთ სხვადასხვა რელიგიისა და კუთხის წარმომადგენელ ყველა ქართველს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს აკადემიურ მოღვაწეობას და საკუთარი სამშობლოსთვის უკეთესი მომავლის შექმნას. 

 

 


Prev Postსაქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ 25 წლის იუბილე
Next Postმოწოდება და ლოცვა კავკასიაში მშვიდობისთვის

ბოლო ჩანაწერები

  • პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავი (2016 წლის 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი)
  • ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
  • საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს კომუნიკე
  • ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
Copyright 2022, All rights reserved.