Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართული
    • ქართული
    • Italiano
    • English
  • Facebook
  • Instagram
  • 23 სექტემბერი 2020
  • admin
  • 0 Comments
  • Senza categoria

საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ 25 წლის იუბილე

საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ 25 წლის იუბილე 

 

თქვენო აღმატებულებანო,

საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ ძვირფასო პრეზიდენტებო,

ძვირფასო მამებო და დებო,

საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ პარტნიორებო,

საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ ძვირფასო მეგობრებო,

 

           

            ჩვენ ვიზეიმეთ საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ დაარსების 25 წლისთავი. საქართველოსა და სომხეთის „კარიტასები“ გაწევრიანებულნი არიან კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „საერთაშორისო კარიტასში“, რომელიც დაარსებულია 1897 წელს. „საერთაშორისო კარიტასი“ გახლავთ კონფედერაცია 165-ზე მეტი  „კარიტასისა“, რომლებიც მოღვაწეობენ მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. „საერთაშორისო კარიტასი“ თავისი სიდიდით ორჯერ აღემატება „წითელ ჯვარს“, „წითელ ნახევარმთვარეს“ და „დავითის ვარსკვლავს“ ერთად აღებულს.

            2019 წლის მაისში, „საერთაშორისო კარიტასის“ წევრი ორგანიზაციების 300-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბა რომში, ორგანიზაციის 21-ე გენერალურ ასამბლეაზე, რომლის თემა გახლდათ “ერთი საერთო ოჯახი, ერთი საერთო სახლი“. პაპი ფრანცისკე შეხვდა დელეგატებს და გაუზიარა მათ თავისი შეხედულებები „კარიტასის“ არსის და რაობის, საზოგადოებაში მისი დანიშნულებისა და ადგილის შესახებ. პაპმა მოუწოდა „კარიტასის“ თანამშრომლებს ყოველთვის ახსოვდეთ „კარიტასის“ საქმიანობის სამი ძალზე მნიშვნელოვანი პრინციპი: 1) გულმოწყალება, 2) ადამიანის ყოველმხრივი განვითარება, 3) ერთობა   

წმინდა მამამ შეგვახსენა, რომ „კარიტასის“ მიერ გამოჩენილი გულმოწყალება “თვით ღმერთში პოვებს თავის არსს”. გულმოწყალება მხოლოდ სამსახურის გაწევა როდია. მართლაცდა, თუკი მას მხოლოდდამხოლოდ სამსახურად მივიჩნევთ, მაშინ გამოდის, რომ  ეკლესია და, მათ შორის, საქართველოს თუ სომხეთის „კარიტასებიც“, უბრალოდ, ჰუმანიტარული სააგენტოები, მათი გულმოწყალება კი მხოლოდ „ლოჯისტიკის სამსახური“ ყოფილა.  ამიტომაც, მოგვიწოდებს პაპი, რომ „კარიტასის“ გულმოწყალება ჩვეულებრივ სამსახურზე მეტი იყოს.     

ამასთან, პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კარიტასი“ და მისი gulmowyaleba  ადამიანის ყოველმხრივ განვითარებაში უნდა იყოს ფესვგადგმული. ესაა ჩვენი პასუხიცა და ანტიდოტიც თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოებისადმი.  საქართველოსა თუ სომხეთის @@“კარიტასების“ საქმიანობის ცენტრში თქვენი რწმენა და ღმერთის შეგრძნება უნდა იყოს, რომელი რელიგიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოთ (კათოლიკე, სომხური სამოციქულო, მართლმადიდებელი, პროტესტანტი თუ სხვა). პაპი ფრანცისკე ხაზს უსვამს, რომ „ყველაზე დიდი დისკრიმინაცია, რომელსაც უპოვარნი განიცდიან სულიერი ყურადღების ნაკლებობაა…“.  გაჭირვებულს ღმერთი სჭირდება… „და ჩვენ, კარიტასელებმა, მას ღმერთის მეგობრობა, ღმერთის კურთხევა, ღმერთის სიტყვა უნდა მივაწოდოთ.“. 

დაბოლოს, პაპი ფრანცისკე მოგვიწოდებს ვიფიქროთ სიყვარულისა და ერთობის ურთიერთდამოკიდებულებაზე. „ქრისტესა და ეკლესიაში ერთობა ახალისებს, თან სდევს და მხარს უჭერს გულმოწყალებას“. ეს ერთობლივი ქმედება ერთობის ინსტრუმენტია. ჩვენი ერთობა ერთად მუშაობიდან იღებს სათავეს და უკეთესი მსოფლიოს მშენებლობას ემსახურება. ამიტომაც, გულმოწყალება და ერთობა ხელიხელჩაკიდებულნი დადიან.

საქართველოსა და სომხეთის |“კარიტასები“ ვერ იარსებებენ გულმოწყალების გარეშე. გულმოწყალება ხომ უპოვრის მიმართ გამოჩენილი სიყვარულია. იგი მოიცავს  გულს, სულსა და მთელ არსებას. გულმოწყალება ფილანტროპიის სინონიმი როდია. ეს უფრო მეტია. მას მთელი მსოფლიოს კათოლიკე მორწმუნეთა რესურსები და ლოცვა „კარიტასის“ ყოველ ბენეფიციარამდე მიაქვს. „კარიტასი“ ყოველ უპოვარში ქრისტეს ხედავს. მთავრობები და ფინანსური ინსტიტუტებიც სწორედ გულმოწყალების კათოლიკური სულისკვეთების გამო აფინანსებენ „კარიტასის“ პროექტებს. ამგვარად, საქართველოსა და სომხეთში „კარიტასი“ არის მოქმედი კათოლიკური ეკლესიის სიყვარულის გამოხატულება უპოვარი ადამიანებისადმი, განურჩევლად მათი რწმენისა, კანის ფერისა თუ რასისა.

საქართველოსა და სომხეთში „კარიტასის“ მოღვაწეობის 25 წლისთავის აღნიშვნისას არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა მემკვიდრეობით მოვიდა იგი დღემდე. საქართველოსა და სომხეთში  „კარიტასი“, ფაქტობრივად, ამ ქვეყნების მიერ  დამოუკიდებლობის მიღებისთანავე გამოჩნდა. მისი საქმიანობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახადა ამ ქვეყნებში რელიგიური ორდენებისა და კეთილი ნების ადამიანების ყოფნამ. ჯერ კიდევ აქ ოფიციალურად დამკვიდრებამდე, „კარიტასი“ ჩაბმული იყო სომხეთის 1988 წლის მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის საქმეში. ასევე აქტიურად ეხმარებოდა იგი 2008 წლის ომით დაზარალებულ ქართულ მოსახლეობას. „კარიტასი“ საცხოვრებელს, სასწავლო ლაბორატორიებსა და თავშეყრის ადგილს სთავაზობს გაჭირვებული ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, უნერგავს მათ ახალ უნარ-ჩვევებს, ახალ აზრს ანიჭებს და იმედებს უსახავს მათ ცხოვრებას. „კარიტასი“ დგას ჯანდაცვისა და შინმოვლის პროექტების ავანგარდში. იგი ლიდერობს ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა სფეროში, სადაც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ღირსეულად პასუხობს დღევანდელ სოციალურ გამოწვევებს. ასე, რომ ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობა „კარიტასს“ იმედის თვალით შესცქერის.   

დაე, კეთილმა ღმერთმა კვლავაც არ მოაკლოს  თავისი ლოცვა-კურთხევა საქართველოს და სომხეთის „კარიტასებს“, შთააგონოს მას სწორი გადაწყვეტილებები თავის საქმიანობაში და გადაადგმევინოს სწორი ნაბიჯები ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ადამიანების სასიკეთოდ. 

 

გმადლობთ!

+ ჟოზე ა. ბეტანკური

წმიდა საყდრის დესპანი საქართველოსა და სომხეთში

Prev Postსაკვირაო ლოცვის – ანჯელუს დომინის დროს, პაპი ფრანცისკე ლოცულობს კავკასიაში მშვიდობისთვის 19.VII. 2020
Next Postსაქართველოში წმიდა საყდრის დესპანი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი განიხილავენ აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს

ბოლო ჩანაწერები

  • პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავი (2016 წლის 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი)
  • ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
  • საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს კომუნიკე
  • ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
Copyright 2022, All rights reserved.