Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართული
    • ქართული
    • Italiano
    • English
  • Facebook
  • Instagram
  • 9 თებერვალი 2021
  • admin
  • 0 Comments
  • Senza categoria

მსოფლიო მშვიდობის დღე

წმინდა მამის, ფრანცისკეს გზავნილი

მშვიდობის მსოფლიო დღის

აღსანიშნავად

 

1 იანვარი, 2021 წ. 

ზრუნვის კულტურა – მშვიდობის გზა 

 

1. ახალი წლის ზღურბლზე, მსურს უდიდესი პატივისცემით მივესალმო სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რელიგიურ ლიდერებსა და სხვადასხვა რელიგიების მორწმუნეებს, კეთილი ნების ყველა ადამიანს. ყველას ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, რათა დამდეგ წელს კაცობრიობამ წინ წაიწიოს ადამიანებს, თემებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ძმობის, სამართლიანობისა და მშვიდობის გზაზე.

 

2020 წელი აღინიშნა Covid-19-ის დიდი პანდემიური გამოწვევით, რომელიც მრავალდარგობრივ და გლობალურ მოვლენად იქცა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა სხვადასხვა სფეროების მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული კრიზისები, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, საკვების ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური და მიგრაციული არეულობანი. ამ ყოველივემ კი ტანჯვა-ვაება  მოუტანა კაცობრიობას. პირველ რიგში გული მტკივა მათზე, ვინც ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი დაკარგა; ვფიქრობ უმუშევრად დარჩენილებზეც. განსაკუთრებული გრძნობით  ვიხსენებ ექიმებს, ექთნებს, ფარმაცევტებს, მკვლევარებს, მოხალისეებს, კაპელანებს, საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების თანამშრომლებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და დღესაც დიდი ძალისხმევით და თავგანწირვით იღვწიან. ზოგი მათგანი გამუდმებით თავს ადგა და ტანჯვას უმსუბუქებდა ავადმყოფებს და მათი სიცოცხლის გადასარჩენად  საკუთარი სიცოცხლეც კი გასწირა. უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ და მოვუწოდებ გავლენიან პოლიტიკოსებსა და კერძო სექტორს მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და სათანადო ტექნოლოგიები საზოგადოების ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადონ.

 

მეტის წაკითხვა …

Prev Postსაქართველო: „წმინდა კოლხეთი“
Next Postწმინდა მამის გზავნილი

ბოლო ჩანაწერები

  • პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავი (2016 წლის 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი)
  • ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
  • საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს კომუნიკე
  • ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
Copyright 2022, All rights reserved.