Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართული
    • ქართული
    • Italiano
    • English
  • Facebook
  • Instagram
  • 12 თებერვალი 2021
  • admin
  • 0 Comments
  • Senza categoria

წმინდა მამის გზავნილი

2021 წლის დიდმარხვასთან დაკავშირებით

„აჰა, ავდივართ იერუსალიმს..“ (მთ 20,18)

დიდმარხვა: ჟამი რწმენის, იმედისა და სიყვარულის განახლებისა

ძვირფასო ძმანო და დანო,

      გაუმჟღავნა რა თავის მოწაფეთ საკუთარი ვნების, სიკვდილისა და აღდგომის მამისეული განზრახვა, იესომ აუხსნა მათ თავისი მისიის ღრმა არსი და მოუწოდა შეერთებოდნენ მას, ქვეყნიერების გადასარჩენად.

      დიდმარხვისეული გზის გავლისას, რომელსაც აღდგომის დღესასწაულისკენ მივყავართ, ვიხსენებთ მას, ვინც „დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“ (ფილ 2.8). ამ მოქცევის ჟამს, განვაახლებთ ჩვენს რწმენას, ვეწაფებით „ცხოველ წყალს“ იმედისა და კარს ვუღებთ ღმერთის სიყვარულს, ქრისტესმიერ ძმებად და დებად რომ გვაქცევს. აღდგომის ღამეს განვაახლებთ ჩვენი ნათლობის დაპირებებს, რათა ხელახლა ვიშვათ სულიწმიდის ქმედებით. დიდმარხვისეული გზა, მთელი ქრისტიანული გზის მსგავსად, აღდგომის შუქითაა მოსილი, ქრისტეს მიმდევრის გრძნობებს, შეგნებასა და არჩევანს რომ ასულდგმულებს.

      თანახმად იესოსეული ქადაგებისა (შდრ. მთ 6, 1-18),  მარხვა, ლოცვა და მოწყალება, ჩვენი მოქცევის პირობა და გამოხატულებაა. სიღარიბისა და მოკლების გზა (მარხვა), დაჭრილი ადამიანისადმი მიპყრობილი მზერა და მისდამი გაწვდილი ხელი (მოწყალება), მამასთან შვილობრივი საუბარი (ლოცვა) საშუალებას გვაძლევენ ხორცი შევასხათ გულწრფელ რწმენას, ცოცხალ იმედსა და ქმედით სიყვარულს.

 

მეტის წაკითხვა

Prev Postმსოფლიო მშვიდობის დღე
Next Postახალი, 2021 წლის მოსალოცი აუდიენცია წმიდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის

ბოლო ჩანაწერები

  • პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავი (2016 წლის 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი)
  • ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
  • საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს კომუნიკე
  • ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
Copyright 2022, All rights reserved.