Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართული
    • ქართული
    • Italiano
    • English
  • Facebook
  • Instagram
  • 10 ნოემბერი 2019
  • admin
  • 0 Comments
  • Senza categoria

შეხვედრის სურვილი

მის უწმიდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს 

ილია II – ის
„რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის  საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული სიახლოვითა და გრძნობით მახსენდება თქვენი უწმიდესობა და უნეტარესობა. მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს, რომ შესაძლებლობა მომცა გულში ჩამეკრა ძმა და მოწმე, რომელიც უფალმა აღავსო ლოცვა-კურთხევით, ძვირფას ქართველ ხალხს რომ მოუვლინა. 

ძვირფასო ძმაო, არ მავიწყდება ის სიტყვები, თბილისში რომ მითხარით, როცა ქართველებისთვის დამახასიათებელი კეთილშობილი და გულწრფელი სტუმართმოყვარეობით მიმიღეთ: „პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა და უნდა გვქონდეს“. სწორედ ასეთივე სულიერი და ძმური სიყვარულით გწერთ, რათა წრფელი გულით გაგიმჟღავნოთ ჩემი სანუკვარი სურვილი – კვლავაც პირადად შეგხვდეთ მომავალ წელს. 

მართლაცდა, 2020 წელს 40 წელი უსრულდება თქვენს ისტორიულ ვიზიტის ვატიკანში. ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და „სიქსტეს“ საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებოდა თქვენი უწმიდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა.

ძვირფასო ძმაო, ჩვენი შეხვედრა და ძმური ამბორი უამრავ ადამიანს შთაგონებით აღავსებდა და დააინტერესებდა იმ სულიერებით, საქართველო რომ ატარებს, იმ ხელოვნებით, კულტურითა და ცივილიზაციით, საქართველომ რომ შექმნა რწმენით აღბეჭდილი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, რწმენით, მის ხალხში რომ ფესვგადგმულა და, როგორც თავად დავრწმუნდი, უამრავი განსაცდელის დროს ქრისტიანული გმირობით დამოწმებულა. ამიტომაც, ჭეშმარიტად ღვთის წყალობა იქნებოდა, ჩვენს შორის არსებული უშუალო ადამიანური  ურთიერთობების მეშვეობით, გაგვეზიარებინა და გაგვევრცელებინა ის ქრისტიანული სიყვარული, უფალში რომ გვაერთიანებს და წარმოგვეჩინა  სილამაზე იმ ფასდაუდებელი საუნჯისა, თქვენი ქვეყანა რომ ქმნის, განსაკუთრებით, თქვენი პიროვნების სახით.                    

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მსურს კვლავაც დაგარწმუნოთ რომ გამუდმებით ვილოცებ თქვენთვის, რათა უფალმა, მიუხედავად ასაკობრივი სირთულეებისა, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და აღგავსოთ შინაგანი ძალით, სულიერი ნუგეშითა და სიხარულით. ამ გრძნობებით განმსჭვალული გთხოვთ კვლავაც მიმიჩინოთ ადგილი თქვენს გულში და მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში.

ვატიკანიდან, 2019 წლის 30 ნოემბერი

            ფრანცისკე

Prev PostVISIT OF H.E. MSGR. PAUL R. GALLAGHER SECRETARY FOR RELATIONS WITH STATES IN ARMENIA
Next Postკარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოში

ბოლო ჩანაწერები

  • პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავი (2016 წლის 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი)
  • ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
  • საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს კომუნიკე
  • ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
Copyright 2022, All rights reserved.