წმიდა საყდრის დესპანი შეხვდა „საქართველოს კარიტასის“ თანამშრომლებს, თბილისში, აღნიშნული კათოლიკური დაწესებულების საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრის დროს, მისმა აღმატებულებამ, მონს. ბეტანკურმა დამსწრეთ გაუზიარა პაპი ფრანცისკეს სამოციქულო ლოცვა-კურთხევა და ხაზგასმით აღნიშნა ის „ქარიზმა“, რომლითაც გამოირჩეოდა „კარიტასის“ საქმიანობა კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო ვითარების დროს. შემდეგ, გაიმართა მსჯელობა „შრომითი ღირსების“ შესახებ. დესპანმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა შეკრებილთ და, მთელი კათოლიკური საზოგადოების სახელით, კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა „საქართველოს კარიტასს“ ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობის სასიკეთოდ გაწეულ საქმიანობაში.