Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართული
    • ქართული
    • Italiano
    • English
  • Facebook
  • Instagram
  • 30 ივნისი 2020
  • admin
  • 0 Comments
  • Senza categoria

წმიდა საყდრის სადესპანო ზეიმობს!

რომის ეკლესიის მფარველთა, წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში ევქარისტიული თანამსახურების შემდეგ, წმიდა საყდრის დესპანმა კათოლიკე სასულიერო პირნი მიიწვია საზეიმო და სამადლობელ მიღებაზე პაპის წარმომადგენლობის რეზიდენციაში.   

პეტრე და პავლე, ლათინური ლიტურგიის თანახმად, განასახიერებენ  „ხელისუფლებასა“ და „ქარიზმას“, ორ ბურჯს, რომელთაც ეყრდნობა ქრისტეს ეკლესია. 

ამიტომ, ლათინური წესის კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს ეპისკოპოსად ხელდასხმის მეოცე წლისთავზე, სურვილი გვქონდა გადაგვეხადა მისთვის მადლობა მის მიერ მთელი ამ წლების მანძილზე გაწეული საეპისკოპოსო მსახურებისთვის. მადლობა ასევე ყველა მღვდელს, რომლებიც, ეპისკოპოსთან ერთად, ახორციელებენ „ხელისუფლებრივ მსახურებას“ საქართველოსა და სომხეთში გაბნეულ ცალკეულ  ქრისტიანულ საკრებულოებში. ღმერთმა მოჰმადლოთ მათ მწყემსური მოთმინება და კეთილგონიერება!

პავლესეულ „ქარიზმაში“ კი მადლობას ვუძღვნით ყველა ბერ-მონაზონს, რომლებიც არცთუ მცირე მსხვერპლის ფასად და ქრისტიანული თავდადების სულისკვეთებით ახორციელებენ ამ რეგიონში თავიანთ წინასწარმეტყველურ მისიას, რითაც უკვდავყოფენ თავიანთ დამფუძნებელთა ქარიზმას. გულწრფელი და განსაკუთრებული მადლობა მარიამის ფრანცისკელთა ოჯახის  მონაზვნებს – და ბარბარასა და და ლენას, რომლებიც წლების მანძილზე, სახარებისეული საფუარივით შეუმჩნევლად და უჩუმრად საქმიანობენ წმიდა საყდრის სადესპანოში და სულ მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებს. მათდამი მადლიერების ნიშნად, შევთხოვთ უფალს, რომ სიწმინდის გზა გაუნათოს ხსენებულ დებს და საზღაური მიაგოს მათ ადგილობრივი ეკლესიის მიმართ გამოჩენილი სიკეთისთვის!

Prev Postდიდება შენდა
Next Postწმიდა საყდრის დესპანი შეხვდა „საქართველოს კარიტასის“ თანამშრომლებს, თბილისში, აღნიშნული კათოლიკური დაწესებულების საკონფერენციო დარბაზში.

ბოლო ჩანაწერები

  • პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავი (2016 წლის 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი)
  • ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
  • საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს კომუნიკე
  • ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
Copyright 2022, All rights reserved.