Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართული
    • ქართული
    • Italiano
    • English
  • Facebook
  • Instagram
  • 20 ივლისი 2020
  • admin
  • 0 Comments
  • Senza categoria

საკვირაო ლოცვის – ანჯელუს დომინის დროს, პაპი ფრანცისკე ლოცულობს კავკასიაში მშვიდობისთვის 19.VII. 2020

„ძვირფასო ძმანო და დანო, პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მსურს გამოვხატო ჩემი თანადგომა მათ მიმართ, ვინც ებრძვის ამ დაავადებას თუ მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. განსაკუთრებით მაფიქრებს იმ ხალხების მდგომარეობა, რომელთა ტანჯვასაც კიდევ უფრო ამძიმებს საომარი ვითარება. გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს ახლანდელი რეზოლუციის საფუძველზე, კვლავ მოვუწოდებ მებრძოლ მხარეებს ცეცხლის საყოველთაო და დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. ეს საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება, რაც აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. 

კერძოდ, შეშფოთებით ვადევნებ თვალს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს – შეიარაღებული დაძაბულობის გამწვავებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ვლოცულობ ბრძოლებში დაღუპულთა  ოჯახებისთვის და გამოვთქვამ იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, დიალოგისა და მხარეთა კეთილი ნების მეშვეობით შესაძლებელი გახდება მშვიდობიანი, ხანგრძლივი და ორივე მხარისთვის სასიკეთო გამოსავლის პოვნა. გულითადად მივესალმები რომაელ მრევლსა და იტალიელ თუ უცხოელ მომლოცველებს. 

ყველას გისურვებთ ბედნიერ კვირადღეს. გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ ილოცოთ ჩემთვის. გისურვებთ გემრიელ სადილს და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.“

Prev Postსულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი – კათოლიკური უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში
Next Postსაქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ 25 წლის იუბილე

ბოლო ჩანაწერები

  • პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავი (2016 წლის 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი)
  • ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
  • საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს კომუნიკე
  • ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
Copyright 2022, All rights reserved.