Nunziatura Apostolica della Santa Sede Nunziatura Apostolica della Santa Sede
  • მთავარი გვერდი
    • კათოლიკე ეკლესია
      • სომხური წესი
      • ლათინური წესი
      • ასირიულ – ქალდეური წესი
    • კარიტასი
    • ინსტიტუტები
      • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
      • ორდენები (საბერმონაზვნო ორდენები)
  • სიახლეები
  • მისია
    • რომის პაპები და კავკასია
      • პაპი ფრანცისკე
      • პაპი ბენედიქტე XVI
      • წმინდა პაპი იოანე პავლე II
    • დესპანი
    • ჩვენი გუნდი
    • ისტორია
    • დოკუმენტები
  • ფოტო გალერეა
  • კონტაქტები
    • ბმულები
  • ქართული
    • ქართული
    • Italiano
    • English
  • Facebook
  • Instagram
  • 16 თებერვალი 2021
  • admin
  • 0 Comments
  • Senza categoria

ახალი, 2021 წლის მოსალოცი აუდიენცია წმიდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის

თქვენო აღმატებულებანო, ქალბატონებო და ბატონებო,

მადლობას მოვახსენებ დუაიენს, მის აღმატებულება ბ-ნ გეორგიოს პულიდესს, კვიპროსის ელჩს, გულთბილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისთვის, რომელიც ყველა თქვენგანის სახელით გამოთქვა. უპირველეს ყოვლისა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის, რომელიც 25 იანვარს გათვალისწინებული შეხვედრის გაუქმებამ შეგიქმნათ. მადლობელი ვართ გაგებისა და მოთმინებისთვის, მოწვევის მიღებისა და, მიუხედავად სირთულეებისა, დღეს დილით ჩვენს ტრადიციულ შეკრებაზე დასწრებისთვის.   

დღეს დილით შევიკრიბეთ კურთხევათა აუდიტორიის ვრცელ დარბაზში, რათა დავემორჩილოთ პირადი დისტანცირების მოთხოვნას, რასაც პანდემიური სიტუაცია გვავალდებულებს. თუმცა, ეს დისტანცია მხოლოდ ფიზიკურია. ჩვენი აქ შეკრება საწინააღმდეგოს განასახიერებს. იგი ნიშანია იმ სიახლოვისა და ურთიერთმხარდაჭერისა, რომელსაც უნდა ესწრაფოდეს ერთა ოჯახი. ამ პანდემიის დროს ეს განსაკუთრებით საშურია, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ ვირუსმა წინაღობები არ იცის და მას ვერც იოლად განაცალკევებ. ამდენად, მისი დამარცხება ყველა ჩვენგანის პირადი და ჩვენი ქვეყნების პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, მადლიერი ვარ ყველა თქვენგანისა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც თქვენს ქვეყნებს თუ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და წმიდა საყდარს შორის  ურთიერთობების ხელშესაწყობად იჩენთ.

ამ თვეების მანძილზე არაერთხელ გამოგვიხატავს ურთიერთსიახლოვე, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, რომელთა წყალობითაც ვახერხებთ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გადალახვას.  რა თქმა უნდა, ყველას გვსურს რაც შეიძლება მალე აღდგეს პირადი კონტაქტები და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამის პირველი მერცხალია. ასევე მსურს მალე განვაახლო სამოციქულო მოგზაურობები, დაწყებული ერაყში ვიზიტიდან, რომელიც მარტშია დაგეგმილი.

მეტის წაკითხვა…

Prev Postწმინდა მამის გზავნილი
Next Postახალი კრებულის გამოცემა “ჩვენი კათოლიკე წინაპრები”

ბოლო ჩანაწერები

  • პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტის მეათე წლისთავი (2016 წლის 30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი)
  • ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
  • საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს კომუნიკე
  • ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
  • წმინდა მამის, ფრანცისკეს მიმართვა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი
Copyright 2022, All rights reserved.