მშვიდობა დიადი და ძვირფასი ფასეულობაა
ძვირფასო მეგობრებო, გამარჯობა! ბოლო დღეების მანძილზე თან ვახლდი წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, მის აღმატებულებას, კარდინალ პიეტრო პაროლინს, საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში (28-30 დეკემბერი). კარდინალის ვიზიტი გახლდათ ერთგვარი შეჯამება საქართველოში ჩემი საქმიანობისა და გაგრძელება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა. ოფიციალური ვიზიტის დროს განხორციელებული შეხვედრებისას თვალნათლივ გამოიკვეთა ერთი რამ […]
უფლის ლოცვა
კავკასიის ქრისტიანები უერთდებიან პაპ ფრანცისკეს და მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს, რათა წარმოთქვან უფლის ლოცვა 2020 წლის 28 მარტს, 12 საათზე (შუადღეს), ღვთისმშობლის ცად აღყვანების სახელობის კათედრალური ტაძარი, თბილისი
დიპლომატიური კორპუსის დუაიენის შეხვედრა ორბელიანის საპრეზიდენტო სასახლეში
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქვეყნის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უცხო ქვეყნების ელჩებს
შეხვედრის სურვილი
მის უწმიდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II – ის„რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული […]
ჯვრისმიერი სამშვიდობო ერთობა
წმიდა საყდრის დესპანი შეხვდა რამდენიმე მართლმადიდებელ მიტროპოლიტს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, საქართველოში მშვიდობისთვის სალოცავად. 8.VIII.2018




