საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ 25 წლის იუბილე
საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ 25 წლის იუბილე თქვენო აღმატებულებანო, საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ ძვირფასო პრეზიდენტებო, ძვირფასო მამებო და დებო, საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ პარტნიორებო, საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიზეიმეთ საქართველოსა და სომხეთის „კარიტასების“ დაარსების 25 წლისთავი. საქართველოსა და სომხეთის „კარიტასები“ გაწევრიანებულნი არიან კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაცია […]
საკვირაო ლოცვის – ანჯელუს დომინის დროს, პაპი ფრანცისკე ლოცულობს კავკასიაში მშვიდობისთვის 19.VII. 2020
„ძვირფასო ძმანო და დანო, პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მსურს გამოვხატო ჩემი თანადგომა მათ მიმართ, ვინც ებრძვის ამ დაავადებას თუ მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. განსაკუთრებით მაფიქრებს იმ ხალხების მდგომარეობა, რომელთა ტანჯვასაც კიდევ უფრო ამძიმებს საომარი ვითარება. გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს ახლანდელი რეზოლუციის საფუძველზე, კვლავ მოვუწოდებ მებრძოლ მხარეებს ცეცხლის საყოველთაო და […]
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი – კათოლიკური უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში
ორშაბათს, 2020 წლის 13 ივლისს, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის (საბაუნი) რექტორი, დოქტ. ვაჟა ვარდიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ საზაფხულო სემინარზე წეროვანში. საუბარი შეეხო ეკლესიის სოციალურ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უნივერსიტეტის განვითარების გეგმას, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისთვის თანამედროვე და ქმედითი საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებას. 2021 წელს სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტი აღნიშნავს […]
პეტრე მელიქიშვილის ხსოვნის პატივსაცემად
პატივი მიეგო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას, მისი დაბადების 170-ე წლისთავთან დაკავშირებით (11 ივლისი, 1850-2020). საზეიმო ცერემონია ჩატარდა მისსავე საფლავთან, თბილისის უნივერსიტეტის ბაღში. მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჯგუფმა. ცერემონიას ესწრებოდა წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში, მონს. ჟოზე ა. ბეტანკური, კავკასიის ლათინური […]
წმიდა საყდრის დესპანი შეხვდა „საქართველოს კარიტასის“ თანამშრომლებს, თბილისში, აღნიშნული კათოლიკური დაწესებულების საკონფერენციო დარბაზში.
წმიდა საყდრის დესპანი შეხვდა „საქართველოს კარიტასის“ თანამშრომლებს, თბილისში, აღნიშნული კათოლიკური დაწესებულების საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრის დროს, მისმა აღმატებულებამ, მონს. ბეტანკურმა დამსწრეთ გაუზიარა პაპი ფრანცისკეს სამოციქულო ლოცვა-კურთხევა და ხაზგასმით აღნიშნა ის „ქარიზმა“, რომლითაც გამოირჩეოდა „კარიტასის“ საქმიანობა კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო ვითარების დროს. შემდეგ, გაიმართა მსჯელობა „შრომითი ღირსების“ შესახებ. დესპანმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა შეკრებილთ […]
წმიდა საყდრის სადესპანო ზეიმობს!
რომის ეკლესიის მფარველთა, წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში ევქარისტიული თანამსახურების შემდეგ, წმიდა საყდრის დესპანმა კათოლიკე სასულიერო პირნი მიიწვია საზეიმო და სამადლობელ მიღებაზე პაპის წარმომადგენლობის რეზიდენციაში. პეტრე და პავლე, ლათინური ლიტურგიის თანახმად, განასახიერებენ „ხელისუფლებასა“ და „ქარიზმას“, ორ ბურჯს, რომელთაც ეყრდნობა ქრისტეს ეკლესია. […]
დიპლომატიური კორპუსის დუაიენი მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას
თქვენო აღმატებულებავ, Covid-19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიური კრიზისის თანდათანობით და განუხრელად უკანდახევასთან ერთად, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ საზოგადოებას სურს განაცხადოს, თუ რაოდენ აფასებს ქვეყნის ხელისუფლებისა და, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კრიზისის ყველაზე მძიმე პერიოდებში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გაღებულ ძალისხმევას. მათ მიერ დიპლომატიური საზოგადოებისადმი გამოჩენილმა ყურადღებამ ძალა და შესაძლებლობა მოგვცა გაგვეგრძელებინა მუშაობა და […]
პაპი ფრანცისკე და მისი აღმატებულება ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი
პაპმა ფრანცისკემ და საქართველოს პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულებამ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეფონით ისაუბრეს ოთხშაბათ საღამოს, 13 მაისს, 2020 წ. მათ განიხილეს ურთიერთსაინტერესო საკითხები. პაპმა ფრანცისკემ გაიხსენა თავისი ვიზიტი საქართველოში 2016 წელს და დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი.
წმიდა საყდრის სოლიდარობა მსოფლიო პანდემიური კრიზისის დროს (covid-19)
მსოფლიო პანდემიური კრიზისის დროს (covid-19) წმიდა საყდარი სოლიდარობას უცხადებს სომეხ და ქართველ ხალხებს
აღდგომის მესამე კვირა
საქართველოსა და სომხეთში წმიდა საყდრის დესპანის,მისი აღმატებულება ჟოზე ა. ბეტანკურის ქადაგებააღდგომის მესამე კვირადღე (საქმენი 2:14.22-28, ფს 16, 1 პეტ 1:17-21, ლკ 24:13-35)ცოცხალი ინტერნეტ-გადაცემა წმიდა საყდრის სადესპანოდანთბილისი, 25.IV.2020 ძვირფასო ძმანო და დანო, კოვიდ -19-ით (კორონავირუსით) გამოწვეული პანდემიის პირობებში, ასეთი უჩვეულო გზით ვზეიმობთ სააღდგომო პერიოდს. გვიპყრობს შეშფოთება, გაურკვევლობა, შიში, დაბნეულობა, სევდა, გულისტკივილი… […]









