აღდგომის მესამე კვირა
საქართველოსა და სომხეთში წმიდა საყდრის დესპანის,მისი აღმატებულება ჟოზე ა. ბეტანკურის ქადაგებააღდგომის მესამე კვირადღე (საქმენი 2:14.22-28, ფს 16, 1 პეტ 1:17-21, ლკ 24:13-35)ცოცხალი ინტერნეტ-გადაცემა წმიდა საყდრის სადესპანოდანთბილისი, 25.IV.2020 ძვირფასო ძმანო და დანო, კოვიდ -19-ით (კორონავირუსით) გამოწვეული პანდემიის პირობებში, ასეთი უჩვეულო გზით ვზეიმობთ სააღდგომო პერიოდს. გვიპყრობს შეშფოთება, გაურკვევლობა, შიში, დაბნეულობა, სევდა, გულისტკივილი… […]
მშვიდობა დიადი და ძვირფასი ფასეულობაა
ძვირფასო მეგობრებო, გამარჯობა! ბოლო დღეების მანძილზე თან ვახლდი წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, მის აღმატებულებას, კარდინალ პიეტრო პაროლინს, საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში (28-30 დეკემბერი). კარდინალის ვიზიტი გახლდათ ერთგვარი შეჯამება საქართველოში ჩემი საქმიანობისა და გაგრძელება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა. ოფიციალური ვიზიტის დროს განხორციელებული შეხვედრებისას თვალნათლივ გამოიკვეთა ერთი რამ […]
უფლის ლოცვა
კავკასიის ქრისტიანები უერთდებიან პაპ ფრანცისკეს და მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს, რათა წარმოთქვან უფლის ლოცვა 2020 წლის 28 მარტს, 12 საათზე (შუადღეს), ღვთისმშობლის ცად აღყვანების სახელობის კათედრალური ტაძარი, თბილისი
დიპლომატიური კორპუსის დუაიენის შეხვედრა ორბელიანის საპრეზიდენტო სასახლეში
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქვეყნის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უცხო ქვეყნების ელჩებს
კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოში
პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი სტუმრობს საქართველოს ახალი 2020 წლის წინადღეს 2019 წლის 27-30 დეკემბერს საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად სტუმრობდა პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი პიეტრო პაროლინი. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა საქართველოს ხელისუფალთ, რათა განეხილა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და ეროვნული თუ საერთაშორისო პრობლემები. წმიდა საყდარი იმ სახელმწიფოებსა და […]
შეხვედრის სურვილი
მის უწმიდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II – ის„რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული […]
კონფერენცია წმიდა სასახლის დიპლომატიაზე
მივიღე რა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვევა, მსურს, მადლობა გადავუხადო რექტორს, პროფ. ვაჟა ვარდიძეს და ბატონ ირაკლი ჯავახიშვილს თავაზიანი მოწვევისათვის, რათა გესაუბროთ წმინდა საყდრის დიპლომატიისა და მისი საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. მადლობას გიხდით თქვენ, პატივცემულო პროფესორები და თავდადებულო სტუდენტებო, ვინც დღეს აქ იმყოფებით. მეტის წაკითხვა…
დოკუმენტი ძმობის შესახებ
დოკუმენტი ადამიანური ძმობის შესახებ საყოველთაო მშვიდობისა და თანაცხოვრებისათვის3-5.II.2019 რწმენა დაანახვებს მორწმუნეს სხვა ადამიანში იმ დას ან ძმას, რომელსაც მან ხელი უნდა მოუმართოს და შეიყვაროს. ღვთის რწმენა, იმ ღმერთისა, რომელმაც შექმნა სამყარო, ქმნილებანი და ყოველი ადამიანი (რომლებიც, თავისი გულმოწყალებით, თანასწორნი შექმნა), მოუხმობს მორწმუნეებს, გამოხატონ ეს საკაცობრიო ძმობა ქმნილებაზე და მთელ სამყაროზე […]
მონს. გალაგერი საქართველოში
მისი აღმატებულება მონს. პოლ რიჩარდ გალაგერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 2018 წლის 23 ოქტომბერი ლექცია წმიდა საყდრის დიპლომატიის შესახებ 23 ოქტომბერს არქიეპისკოპოსმა გალაგერმა წაიკითხა ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე “წმიდა საყდრის დიპლომატია და მისი ძალისხმევა მშვიდობისა და ადამიანის ღირსების სამსახურში, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში” „წმიდა საყდრის დიპლომატია და მისი ძალისხმევა […]









