2022 წლის 25 მარტს პაპი ფრანცისკე რუსეთსა და უკრაინას შეავედრებს მარიამის უმანკო გულს და შესთხოვს მას მშვიდობის წყალობას.
2022 წლის 25 მარტს პაპი ფრანცისკე რუსეთსა და უკრაინას შეავედრებს მარიამის უმანკო გულს და შესთხოვს მას მშვიდობის წყალობას. რომის პაპი ითხოვს, რომ იმავდროულად, 20:00 საათზე საქართველოს დროით, სულიერად შევუერთდეთ მას ლოცვაში, როგორც ჩვენს თემებში, ისე ინდივიდუალურად.
წმიდა საყდრის პრეს-სამსახურის კომუნიკე: საქართველოს პრეზიდენტის მიღება 18.06.2021
ამ დილით, წმინდა მამა ფრანცისკემ ვატიკანის სამოციქულო სასახლეში მიიღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შემდეგ შეხვდა სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, მის აღმატებულება არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაგერს. გულთბილი საუბრის დროს გამოითქვა კმაყოფილება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებული კეთილი ურთიერთობების გამო, ხაზი გაესვა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ორმხრივ […]
პოლონეთის პირველი ლედი აგატა კორნჰაუზერ-დუდა, ესტუმრა საქართველოს კარიტასს
„საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტის, ამჟამად საქართველოში არმყოფი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტოს სახელით, სიამოვნებით მოგესალმებით და გამოვხატავ სიხარულს „საქართველოს კარიტასში“ თქვენი სტუმრობის გამო. პოლონეთი და მისი კათოლიკური ეკლესია მჭიდროდაა დაკავშირებული „საქართველოს კარიტასის“ საქმიანობასთან, რომელსაც ეს ორგანიზაცია წარმატებით ახორციელებს მისი დირექტორის, ქ-ნ ანაჰიტ მხოიანის ქმედითი ხელმძღვანელობით. თქვენი დღევანდელი ვიზიტი გარკვეულად ეხმიანება არაერთი დიდი პოლონელი […]
წმიდა საყდრის დესპანის, მისი აღმატებულება ჟოზე ა. ბეტანკურის მაღალი დონის შეხვედრები ვატიკანში
აპრილის თვის პირველ ნახევარში, წმიდა საყდრის დესპანი ვატიკანში იმყოფებოდა. იგი პირადი აუდენციით მიიღო პაპმა ფრანცისკემ თავისი სასახლის ბიბლიოთეკაში. დესპანმა მის უწმინდესობას გადასცა ნეკრესის ეპარქიის ბერების მიერ წმინდა იოსებისა და მისი ოჯახისადმი მიძღვნილი წელიწადის აღსანიშნავად შექმნილი წმინდა ოჯახის ხატი. წმიდა საყდრის დესპანი შეხვდა სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს; სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, […]
ახალი კრებულის გამოცემა “ჩვენი კათოლიკე წინაპრები”
საქართველო, ოქროს საწმისის მიწა, უძველე სი მიწა და ხალხი მდიდარი ისტორიითა და კულტურით, რომელმაც მსოფლიოს მისცა არაერთი საუკეთესო გონება. წინამდებარე სერიაში ირაკლი ჯავახიშვილი და კონსტანტინე აკოფაშვილი წარმოგვიდგენენ თანამედროვე საქართველოს კათოლიკე პიროვნებებს, – მეცნიერების, ლიტერატურის, მუსიკისა და ხელოვნების მემკვიდრეებსა და გადამცემებს, რომლებიც ქართველი ერისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ძალზე დიდ ნაწილს […]
ახალი, 2021 წლის მოსალოცი აუდიენცია წმიდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის
თქვენო აღმატებულებანო, ქალბატონებო და ბატონებო, მადლობას მოვახსენებ დუაიენს, მის აღმატებულება ბ-ნ გეორგიოს პულიდესს, კვიპროსის ელჩს, გულთბილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისთვის, რომელიც ყველა თქვენგანის სახელით გამოთქვა. უპირველეს ყოვლისა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის, რომელიც 25 იანვარს გათვალისწინებული შეხვედრის გაუქმებამ შეგიქმნათ. მადლობელი ვართ გაგებისა და მოთმინებისთვის, მოწვევის მიღებისა და, მიუხედავად სირთულეებისა, დღეს დილით ჩვენს […]
წმინდა მამის გზავნილი
2021 წლის დიდმარხვასთან დაკავშირებით „აჰა, ავდივართ იერუსალიმს..“ (მთ 20,18) დიდმარხვა: ჟამი რწმენის, იმედისა და სიყვარულის განახლებისა ძვირფასო ძმანო და დანო, გაუმჟღავნა რა თავის მოწაფეთ საკუთარი ვნების, სიკვდილისა და აღდგომის მამისეული განზრახვა, იესომ აუხსნა მათ თავისი მისიის ღრმა არსი და მოუწოდა შეერთებოდნენ მას, ქვეყნიერების გადასარჩენად. დიდმარხვისეული გზის გავლისას, რომელსაც […]
მსოფლიო მშვიდობის დღე
წმინდა მამის, ფრანცისკეს გზავნილი მშვიდობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად 1 იანვარი, 2021 წ. ზრუნვის კულტურა – მშვიდობის გზა 1. ახალი წლის ზღურბლზე, მსურს უდიდესი პატივისცემით მივესალმო სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რელიგიურ ლიდერებსა და სხვადასხვა რელიგიების მორწმუნეებს, კეთილი ნების ყველა ადამიანს. ყველას ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, რათა დამდეგ წელს კაცობრიობამ […]
საქართველო: „წმინდა კოლხეთი“
2020 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა იტალიელი მისიონერის, მამა არკანჯელო ლამბერტის ისტორიული ნაწარმოების, „წმინდა კოლხეთის“ ქართული თარგმანი. 480 გვერდიანი ნაწარმოები იტალიური ორიგინალიდან ქართულად თარგმნა გიორგი ცქიტიშვილმა. აღსანიშნავია, რომ „წმინდა კოლხეთის“ ქართული თარგმანი წარმოადგენს ამ წიგნის პირველ თარგმანს სხვა ენაზე. ნაწარმოები შეიცავს უაღრესად საინტერესო ცნობებს XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებ, გვიამბობს მოვლენებზე, […]
წმიდა საყდრის დესპანის წლის საშობაო გზავნილი
დღეებში, როცა ვემზადებით შობის დღესასწაულის და ახალი 2021 წლის საზეიმოდ. წმიდა საყდრის სადესპანოში არაერთი საშობაო პრეზეპე გვაქვს მოწყობილი. ისინი შეგვახსენებენ იმას, თუ რას ვზეიმობთ. ამ ტრადიციას, რომელიც ბეთლემის ბაგაში ქრისტეს შობის სცენას აგვიწერს, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მას წმ. ფრანცისკე ასიზელის ეპოქაში გადავყავართ. ჩვილი იესოს ირგვლივ არსებული ფიგურები თქვენ და […]









